пятница, 6 декабря 2013 г.

მაია ფეიქრიშვილი
პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური პოეზია
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართული ხალხური პოეზიის ისტორიას, მის წარმოშობას, ტრადიციებს და ხალხური პოეზიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ;
პროექტის აქტუალობა: ქართული ხალხური პოეზია მკვეთრად გამოხატული ხასიათით და მუხტით უვითარებს მოსწავლეებს ეროვნულ თვითშეგნებას და უყალიბებს ტრადიციისადმი პატივისცემის გრძნობას;
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ქართული ლექსის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, შემოქმედებით უნარის განვითარებას, ურთიერთთანამშრომლობის და კომუნიკაციის განვითარებას, ისწავლიან საკუთარი კულტურის დაფასებას და მოხდება ფასეულობების გაძლიერება.
მონაწილეთა ასაკი: I-IX კლასი;
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისწავლიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას და ინფორმაციის მოძიებას, შექმნიან ალბომებს, ელექტრონულ პრეზენტაციებს, გაუჩნდებათ ქართული ხალხური პოეზიის შესწავლის სურვილი და მოაწყობენ ქართული ხალხური პოეზიის საღამოს;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტ ტექნოლოგიები (კომპიუტერი), სახელმძღვანელოები;
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური პოეზიის ისტორიის შესახებ, სხვადასხვა კუთხის ხალხური პოეზიის  შესახებ, განიმტკიცებენ ქართული ლექსის მნიშვნელობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაეცნობიან ქართული პოეზიის კულტურას, ჩაწერენ ინტერვიუს,მოაწყობენ ქართული ხალხური პოეზიის საღამოს.
საგნებთან/ესგ-სთან კავშირი:  ქართული,  ისტორია, ისტ.  მოზარდ თაობაში ზოგადი კულტურის ჩამოყალიბებას, დახვეწილი გემოვნების, ღირსების გრძნობის, შრომისმოყვარეობის, საკუთარი თავის ფლობის უნარის განვითარებას;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ფეიქრიშვილი;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiafeiqrishvili5@gmail.com;
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maiafeiqrishvili1.blogspot.com.




Комментариев нет:

Отправить комментарий